მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა

ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა

ფორმულა|formulanews.ge

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისია მის მიერ ჩატარებული პერიოდული მედიამონიტორინგის საფუძველზე ტელეკომპანია ფორმულას ბოლო ოთხ თვეში მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ მუხლის დარღვევას, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, მესამედ ედავება.

მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა ამჯერად „ფორმულას“ ეთერში 15 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად დაამონიტორინდა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის - სამართლიანობა და მიუკერძოებლობა მე-5 პუნქტი დაარღვია.

ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქების მაგალითებით დასაბუთებისას დეპარტამენტი მოხსენებით ბარათში უთითებს, რომ ფორმულა სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“, „რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“.

ამ და მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის, 21 მაისს კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა უკვე დააჯარიმა ამავე მუხლის დარღვევისთვის 2 500 ლარით. მაშინ მონიტორინგი 21-23 აპრილს მიმდინარეობდა.

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მადიარის თქმით, უნგრეთის ყოფილი საგარეო მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

მადიარის თქმით, უნგრეთის ყოფილი საგარეო მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

ფორმულა

მურთაზ ზოდელავა ციხიდან კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს

მურთაზ ზოდელავა ციხიდან კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს

ფორმულა

რუსულმა დრონებმა ნიკოლაევსა და ოდესის ოლქები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა დრონებმა ნიკოლაევსა და ოდესის ოლქები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

ფორმულა

FIFA-მ შესაძლოა ნახევარფინალში გამარჯვებული არგენტინა დააჯარიმოს

FIFA-მ შესაძლოა ნახევარფინალში გამარჯვებული არგენტინა დააჯარიმოს

ფორმულა