მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. განზრახ მკვლელობის მცდელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 2 პირი დააკავეს
განზრახ მკვლელობის მცდელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 2 პირი დააკავეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 2 პირი დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

შსს-ს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

"გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ერთი პირი, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • პროკურატურამ დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინატვ პირველი
  • პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავარუსთავი 2
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
ბრალდებით →მცდელობა →

მსგავსი სტატიები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო გაუუქმეს

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო გაუუქმეს

ფორმულა

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

რუსეთში სამხედრო რეკრუტირების წინააღმდეგ 250-კაციანი პატრული შეიქმნა

რუსეთში სამხედრო რეკრუტირების წინააღმდეგ 250-კაციანი პატრული შეიქმნა

ფორმულა

პაპუაშვილი: რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება

პაპუაშვილი: რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება

ფორმულა