მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული

კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული

ფორმულა|formulanews.ge

კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე, შანიძისა და ხორავას ქუჩის კვეთაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გაირკვა, რომ ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

ექიმი გიორგი ვარშანიძე ამბობს, რომ პაციენტს მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში ჰქონდა დაზიანება, რის შემდეგაც მოხდა თითის ამპუტაცია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"23 რიცხვში, 00:34-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი. დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი. მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან. ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან გადავიდა საოპერაციო ბლოკში, ამ წუთას იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, სტაბილური მდგომარეობაა პაციენტთან. გონზეა, კონტაქტურია [პაციენტი].

ჩვენთან განყოფილებაში [ჩვენება] არ მიუცია, დანარჩენი არ ვიცი. ადგილზე არიან [შსს-ს თანამშრომლები], მათ მიერ იქნა მოყვანილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახლდნენ თან და მას შემდეგ აქ არიან, პალატაშია ბადრაგთან ერთად. 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშაა. სავარაუდოდ, ხვალ გავწერთ. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ, როგორც პაციენტის მდგომარეობა იქნება", - თქვა ექიმმა.

22 ივლისს ხორავასა და შანიძის ქუჩის კვეთაზე სროლა იყო. მოგვიანებით, გაირკვა, რომ სროლისას 4 ადამიანი დაიჭრა - მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. ამასთან, დაიჭრა გამვლელი ქალი, ბრმა ტყვიით.

შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება:
F

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის

TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის

ფორმულა

ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

ფორმულა

კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხეს

კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხეს

ფორმულა

კობახიძე ვახო სანაიას "პარტიულ აქტივისტს" უწოდებს და "პოლიტიკურ დაკვეთაზე" საუბრობს

კობახიძე ვახო სანაიას "პარტიულ აქტივისტს" უწოდებს და "პოლიტიკურ დაკვეთაზე" საუბრობს

ფორმულა