
სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ფორმულა|formulanews.ge
7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ასევე, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge