მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხეს
კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხეს

კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხეს

ფორმულა|formulanews.ge

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც სინგაპურში ვიზიტით იმყოფება, სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. მან საუბარი სინგაპურში ვიზიტის შეჯამებით დაიწყო.

სამთავრობო მედიის წარმომადგენლებმა მას კითხვები დაუსვეს საქართველო-გერმანიის, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, მიხეილ სააკაშვილის პოსტზე ეკა გიგაურთან დაკავშირებით, ვახო სანაიას დაკავებაზე, თუმცა, არაფერი უკითხავთ ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე და გუშინ მომხდარ შემთხვევებზე.

კერძოდ, მედიის წარმომადგენლები არ დაინტერესდნენ ვერაზე მომხდარი სროლით, რომელიც მკვლელობით დასრულდა, ასევე, ბათუმში მომხდარი სროლით, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაჭირა. გარდა ამისა, არაფერი უკითხავთ კომიკოსსა და აქტივისტზე, ონისე ოქრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის, PosTV-ისა და იმედის ჟურნალისტებთან გაკეთებულ საერთო კომენტარზე ირაკლი კობახიძისთვის ამ თემებზე კითხვა არ დაუსვამთ, შესაბამისად, მას არ უსაუბრია.

გუშინ, 22 ივლისს, ბათუმში ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩის კვეთაზე სროლა იყო. Ajara Times-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა, რომ ადგილზე მისულმა ნიღბიანმა პირმა 10-მდე ტყვია გაისროლა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაჭრეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან, გუშინ, 22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სროლა იყო. ბრალდებულმა, რომელიც უკვე დაკავებულია, 4 პირი დაჭრა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია, მათგან ერთი კი, კლინიკაში გარდაიცვალა. ამასთან, შსს აცხადებს, რომ ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია - მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გუშინ, 22 ივლისს პროპაგანდისტული შეტევის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. კადრებში ისმოდა, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდაიმედი
  • „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

ფორმულა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ფორმულა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ფორმულა

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ფორმულა