მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს

ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

ზელენსკიმ ფედოროვს ვიცე-პრემიერობა შესთავაზა, თუმცა ექს-მინისტრი მხოლოდ ძველ პოსტზე დაბრუნებას თანხმდება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ახალ ხელისუფლებაში სამხედრო ნოვაციათა განხრით ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

ზელენსკის თქმით, ფედოროვი გუნდში რჩება და ეს პოსტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ტექნოლოგიური განვითარების კოორდინაცია უნდა მოხდეს თავდაცვის სამინისტროს, გენერალურ შტაბსა და პრეზიდენტს შორის.

მიუხედავად პრეზიდენტის შეთავაზებებისა, მიხაილო ფედოროვმა ყველა ალტერნატიულ პოზიციაზე უარი განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ზელენსკის მადლობელია, თუმცა სახელმწიფოში ომის მიმდინარეობას უშუალოდ ფრონტზე მყოფთა გარდა მხოლოდ სამი თანამდებობა განსაზღვრავს — პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდალი, რის გამოც იგი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას განიხილავს.

ფედოროვის გათავისუფლებას უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, სადაც მოქალაქეები მისი ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. გასულ კვირაში, პოსტის დატოვების შემდეგ, ფედოროვმა შეიარაღებული ძალების მაშინდელი მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი მართვის ძველი სისტემის გამო გააკრიტიკა, რასაც მათ შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ.

შექმნილი საკადრო ცვლილებების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ევჰენ ხმარა დანიშნა, ხოლო შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე სირსკი მიხაილო დრაპატით ჩაანაცვლა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

ფორმულა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ფორმულა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ფორმულა

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სააგენტო 7 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ფორმულა