მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა

ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა

ფორმულა|formulanews.ge

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტმა, რუსეთის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა არკადი დვორკოვიჩმა უფლებამოსილება შეიჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა.

2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის მხარდაჭერის გამო 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო.

FIDE-ს ოფიციალურ ვებგვერდზე 23 ივლისს ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში არკადი დვორკოვიჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკანონოდ და უსამართლოდ” მიიჩნევს და მის დაუყოვნებლივ გასაჩივრებას გეგმავს.

„სანამ სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება, დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს FIDE-ს სტაბილურად ფუნქციონირებას, რის გამოც ვიღებ გადაწყვეტილებას, შევიჩერო პრეზიდენტის უფლებამოსილება.“ — არკადი დვორკოვიჩი.

დვორკოვიჩის ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად უკვე დაამტკიცა FIDE-ს საბჭომ. სასამართლო დავების დასრულებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, ინდოელი დიდოსტატი და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი შეასრულებს.

არკადი დვორკოვიჩი, რომელიც წარსულში რუსეთის ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის თანაშემწის პოსტებს იკავებდა, FIDE-ს სათავეში 2018 წლიდან დგას.

ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ეხება ბანკებს, კრიპტოვალუტის კომპანიებს, ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებსა და სხვა სტრატეგიულ სუბიექტებს (მათ შორის, სანქციები დაუწესდა ყულევის ქარხანასაც, რომლის შეზღუდვებიც „6 თვის შემდეგ“ ამოქმედდება).

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს - დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირიიმედი
  • ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა - POLITICOრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
ევროკავშირის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ფორმულა

ირანი აშშ-ს საპასუხო დარტყმებით ემუქრება და ენერგეტიკული ობიექტების მოწყვლადობაზე მიუთითებს

ირანი აშშ-ს საპასუხო დარტყმებით ემუქრება და ენერგეტიკული ობიექტების მოწყვლადობაზე მიუთითებს

ფორმულა

ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია

ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია

ფორმულა