მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა - POLITICO
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა - POLITICO

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა - POLITICO

რუსთავი 27 სექტემბერი, 2026, 10:22|rustavi2.ge

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, წევრი ქვეყნების ზეწოლის გამო, ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა. გამოცემა ინიციატივის შეჩერებას კაია კალასის პოლიტიკური პოზიციებზე დარტყმად მიიჩნევს.

სტატიაში წერია, რომ წევრმა ქვეყნებმა მიიჩნიეს, ევროპის თავდაცვის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნა "ამ ეტაპზე სწორი გზა არ იყო". ტექსტში საუბარია კალასის სტრატეგიაზეც, რომელიც ევროკომისიასთან, კერძოდ კი საფრანგეთ-გერმანიის გეგმებთან დაპირისპირებას გულისხმობს.

"კალასმა ევროპის თავდაცვის ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გააუქმა - ეს მისი ლიდერობისთვის მორიგი დარტყმაა წევრმა ქვეყნებმა მიიჩნიეს, რომ მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნა "ამ ეტაპზე სწორი გზა არ იყო".

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი წევრი ქვეყნების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერებისგან შემდგარი ახალი, მაღალი დონის ჯგუფის შექმნა გაეუქმებინა. ეს ფაქტი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის შესაძლოა მორიგ დარტყმად იქცეს.

კალასი კულისებში აქტიურად ეწინააღმდეგება საფრანგეთისა და გერმანიის გეგმებს, რომლებიც ევროკავშირის დიპლომატიური უწყების - ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რეფორმირებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს გეგმები კალასის ფორმალური როლის გაძლიერებას ემსახურება, მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ ამით ევროკომისია საგარეო პოლიტიკაზე კონტროლს გაზრდის.

ზოგიერთი დიპლომატის აზრით, კალასის მიერ ინიცირებული მაღალი დონის ჯგუფის შექმნაც ამ წინააღმდეგობის ნაწილი იყო. კალასის თქმით, ჯგუფში "საუკეთესო გონების" მქონე ადამიანები უნდა გაერთიანებულიყვნენ. მათ ევროკავშირის თავდაცვის სფეროში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ახალი იდეები უმოკლეს ვადაში და მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა შეემუშავებინათ.

"ეს მისი გზაა, რომ აქტუალობა შეინარჩუნოს", - აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, რომელმაც სტატიაში ციტირებული სხვა პირების მსგავსად, ანონიმურად საუბარი ისურვა.

კალასი აღნიშნული გეგმების გამო ევროკომისიასთან მწვავე კონკურენციაშია. თუმცა, ევროკავშირის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ინიციატივის გაუქმება ზოგიერთი წევრი ქვეყნის დედაქალაქიდან განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია.

"ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ეს სწორი გზა არ იყო", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. "მინისტრებთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ინიციატივას მსვლელობა აღარ მივცეთ და ახლა წევრ სახელმწიფოებთან ჩართულობის ახალ გზებს განვიხილავთ".

პრეზენტაცია ორშაბათს, დილით, ბრიუსელში, სოლვეის ბიბლიოთეკაში უნდა გამართულიყო, რომელსაც ევროკავშირის ინსტიტუტების, კვლევითი ცენტრების, აკადემიური წრეებისა და NATO-ს 150-მდე წარმომადგენელი დაესწრებოდა.

კალასის ოფისმა ჯგუფის წევრთა ვინაობა გაასაიდუმლოვა, თუმცა სამი დიპლომატისინფორმაციით, ჯგუფს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უხელმძღვანელებდა. მასში ასევე შევიდოდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრები, მათ შორის იური ლუიკი (რომელიც NATO-ში ესტონეთის ელჩის პოსტსაც იკავებდა) და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი მინისტრი ფლორენს პარლი.

მოსალოდნელი იყო წარმომადგენლების მონაწილეობა გერმანიიდან და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდანაც, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. სხვა დიპლომატების ცნობით, რასმუსენს ჯგუფის მუშაობის შედეგებზე ანგარიშის მომზადებაც დაევალებოდა. EEAS-ს ეს სახელები არ დაუდასტურებია.

აღნიშნული ინიციატივა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის განახლების მცდელობების ნაწილი იყო. უწყებას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს - გენერალური მდივნის პოსტს ნიდერლანდების თავდაცვის ყოფილი მინისტრი კაისა ოლონგრენი იკავებს, ხოლო თავდაცვის საკითხებში მისი მოადგილე საფრანგეთის ყოფილი ელჩი NATO-ში, დავიდ ცვაჩია.

თავიდანვე ზოგიერთი დიპლომატი აღნიშნავდა, რომ ახალი ჯგუფის საქმიანობა შესაძლოა ევროკომისიის, განსაკუთრებით კი თავდაცვის საკითხებში ახალი კომისრის, ანდრიუს კუბილიუსის, საქმიანობაში შეიჭრებოდა. კუბილიუსი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებსა და ყოფილ ლიდერებთან შეხვედრებს უკვე რეგულარულად მართავს.ზოგიერთი დიპლომატის თქმით, შეხვედრის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სათანადო მომზადებისა და დედაქალაქებთან კოორდინაციის ნაკლებობა იყო. თუმცა, ევროკავშირის მეორე ოფიციალურმა პირმა ეს ვერსია უარყო და განაცხადა, რომ ინიციატივის შეჩერება იტალიის ადგილობრივ პოლიტიკაში წარმოქმნილმა პრობლემამ და კერძოდ, ჯგუფის პოტენციურ წევრებთან დაკავშირებულმა დავამ გამოიწვია", - წერს POLITICO.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებსიმედი
  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ზაზა შათირიშვილი: სახელისუფლებო ძალები, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გამტარებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამუდმებით თავს ესხმიან. არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც

ზაზა შათირიშვილი: სახელისუფლებო ძალები, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გამტარებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამუდმებით თავს ესხმიან. არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც

რუსთავი 2

შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს - მარიამ ქვრივიშვილი

შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს - მარიამ ქვრივიშვილი

რუსთავი 2

შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: "დიფ სთეითისვის" ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება

შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: "დიფ სთეითისვის" ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება

რუსთავი 2

შათირიშვილი: ესკალაცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, დიდი ალბათობით, ომში გერმანიის რაიმე ფორმით ჩართვით დასრულდება, თუმცა, ამისთვის მოსახლეობის კრიტიკული რაოდენობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც უდიდეს ბარიერს "ალტერნატივა გერმანიისთვის" ქმნის

შათირიშვილი: ესკალაცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, დიდი ალბათობით, ომში გერმანიის რაიმე ფორმით ჩართვით დასრულდება, თუმცა, ამისთვის მოსახლეობის კრიტიკული რაოდენობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც უდიდეს ბარიერს "ალტერნატივა გერმანიისთვის" ქმნის

რუსთავი 2