მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სემეკმა გაავრცელა.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.

მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება", - ნათქვამია ინფორმაციაში

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა დანაყოფი ჩამოაყალიბა

ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა დანაყოფი ჩამოაყალიბა

ფორმულა

ღარიბაშვილი: საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი

ღარიბაშვილი: საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი

ფორმულა

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ფორმულა