მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ღარიბაშვილი: საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი
ღარიბაშვილი: საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი

ღარიბაშვილი: საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს.

„ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა. საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო.

ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი.. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ...

ამ სასაცილო და უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდზე ხელისუფლებას მინდა შემდეგი პასუხი გავცე: ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება!

საზოგადოებას შევახსენებ, რომ, როგორც გავიგე, თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს.

თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები!

ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე. შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!

აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი - ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით… ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“, - წერს ღარიბაშვილი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 216 სტატია.

  • „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ - ირაკლი ღარიბაშვილიBM.GE
  • ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებას" პასუხობს - ახალი წერილიტვ პირველი
  • გიორგი ვოლსკი ღარიბაშვილზე: ძალიან მიმძიმს ირაკლიზე საუბარი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ სპეკულაციური თემის კალათაში შემოტანა არის კიდევ ერთი გარკვეული მცდელობა, რომ იქნებ რაიმე მძიმე პროცესი განვითარდეს, რაც პირადად მისთვის იქნება შვების მომტანი. მაინც მგონია, რომ შეცდომაშია შეყვანილი ამ რევოლუციური ჯგუფის მიერიმედი
  • ცოტნე ანანიძე:  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაშირუსთავი 2
ღარიბაშვილის →ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავს

ფორმულა

ირანი აშშ-ს საპასუხო დარტყმებით ემუქრება და ენერგეტიკული ობიექტების მოწყვლადობაზე მიუთითებს

ირანი აშშ-ს საპასუხო დარტყმებით ემუქრება და ენერგეტიკული ობიექტების მოწყვლადობაზე მიუთითებს

ფორმულა

ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია

ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია

ფორმულა