მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს

ფორმულა|formulanews.ge

27 ივლისის ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ბელგოროდსა და როსტოვ-ნა-დონუზე იერიში მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორივე ქალაქში არიან დაღუპულები და დაშავებულები, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ბელგოროდის საოლქო ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონების მასირებული შეტევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ნაწილობრივ დაინგრა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსი, ხანძარი გაჩნდა ბინებსა და 15-ზე მეტ ავტომობილში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო აპარატი ქალაქის ცენტრში, ФСБ-ის რეგიონული სამმართველოს შენობასთან ახლოს ჩამოვარდა. შეტევის შემდეგ ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეუწყდა.

ამავე ღამეს დრონებით იერიში მიიტანეს როსტოვ-ნა-დონუზეც. როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, თავდასხმას ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი, ემსხვერპლა, ხოლო ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათგან ორი, მათ შორის ერთი მოზარდი, მძიმე მდგომარეობაშია.

გუბერნატორის თქმით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა შენობები, დრონების ჩამოვარდნის შედეგად კი ხანძარი გაჩნდა კერძო საწარმოს ტერიტორიაზე, სასაწყობე ნაგებობებსა და საცხოვრებელ სახლებთან. მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას აგრძელებენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყო

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყო

ფორმულა

ტრამპი ამერიკელებს არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში 5000 დოლარს ჰპირდება

ტრამპი ამერიკელებს არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში 5000 დოლარს ჰპირდება

ფორმულა

ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერა

ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერა

ფორმულა

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონების თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონების თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

ფორმულა