მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-ის ქალაქ სიეტლში ფესტივალზე მომხდარ სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის ქალაქ სიეტლში ფესტივალზე მომხდარ სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ქალაქ სიეტლში ფესტივალზე მომხდარ სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის ქალაქ სიეტლში, ყოველწლიურ გასტრონომიულ ფესტივალ „Bite of Seattle“-ზე მომხდარ სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი დაშავდა, მათ შორის 2 წლის ბავშვი.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სროლა კვირას, დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო. დაღუპულთაგან ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების ცნობით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, თუმცა მეორე თავდამსხმელს კვლავ ეძებენ. გამოძიების წინასწარი ვერსიით, სროლა ორ პირს შორის ურთიერთდაპირისპირებას მოჰყვა, რომლებიც ერთმანეთს ესროდნენ.

სიეტლის პოლიციის უფროსის თანაშემწის, ტაირონ დევისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კვლავ მიმალვაშია, მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

სროლის დაწყებისას ფესტივალის სტუმრები ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას, Space Needle-ს აფარებდნენ თავს. პოლიციამ და ფესტივალის უსაფრთხოების სამსახურმა ტერიტორიიდან როგორც ფესტივალის, ისე სიეტლის ცენტრში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შსს: თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შსს: თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

ფორმულა

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება

ფორმულა

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს

ფორმულა

ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე: ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან

ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე: ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან

ფორმულა