მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. NYT: დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, ირანმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა გადაიფიქრა
NYT: დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, ირანმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა გადაიფიქრა

NYT: დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, ირანმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა გადაიფიქრა

ფორმულა|formulanews.ge

გამოცემა New York Times-ი ირანისა და დასავლეთის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი უკრაინის ერთ-ერთ პორტზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა ეს გეგმა დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად ამ ეტაპზე გადაიფიქრა.

ირანი უკრაინაზე საპასუხო დარტყმას გეგმავდა მას შემდეგ, რაც 25 ივლისს კიევი კასპიის ზღვაში ირანულ სატვირთო გემზე შეტევასა და ერთი მეზღვაურის დაღუპვაში დაადანაშაულა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს გემებს, რომლებიც ირანიდან სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ.

NYT-ის ცნობით, ირანმა დარტყმა დეესკალაციის მიზნით დაწყებული აქტიური დიპლომატიური მუშაობისა და სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე მიატოვა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე თავდასხმას უპასუხებდნენ, თუმცა უკვე მეორე დღეს, 28 ივლისს, მას ტელეფონით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი სიბიჰა ესაუბრა.

სატელეფონო კონტაქტის შემდეგ სიბიჰამ აღნიშნა, რომ მიზანი არასაჭირო ესკალაციის თავიდან აცილებაა და უკრაინის ყველა ქმედება მხოლოდ რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად ხორციელდება და არასდროს მიმართულა სამოქალაქო პირების ან გემების წინააღმდეგ, ამასთანავე მან ხაზი გაუსვა რუსეთისთვის მხარდაჭერის შეწყვეტის აუცილებლობას.

თავის მხრივ, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ სიბიჰამ დაარწმუნა ირანული გემის წინააღმდეგ თავდასხმის არგანზრახულობაში, თუმცა ირანულმა მხარემ კვლავ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანის მოქალაქეებსა და ინტერესებზე თავდასხმა მიუღებელია და ზარალის ანაზღაურებაა საჭირო.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგაიმედი
  • ევროკავშირი უკრაინას 6.1 მილიარდ ევროს გამოუყოფს - თანხა Patriot-ის რაკეტების შეძენასაც მოხმარდებაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ირანის →

მსგავსი სტატიები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა პოსტები დატოვეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა პოსტები დატოვეს

ფორმულა

გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი

ექიმ მაია კოხტაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი

ფორმულა

კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

ფორმულა