მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირი უკრაინას 6.1 მილიარდ ევროს გამოუყოფს - თანხა Patriot-ის რაკეტების შეძენასაც მოხმარდება
ევროკავშირი უკრაინას 6.1 მილიარდ ევროს გამოუყოფს - თანხა Patriot-ის რაკეტების შეძენასაც მოხმარდება

ევროკავშირი უკრაინას 6.1 მილიარდ ევროს გამოუყოფს - თანხა Patriot-ის რაკეტების შეძენასაც მოხმარდება

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 03:35|bm.ge

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 6.1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნული თანხა ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის "Patriot"-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეძენაში დაეხმარება, რომლებიც რუსული დამანგრეველი ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად კრიტიკულად აუცილებელია - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

პარასკევს დაანონსებული დაფინანსება ევროკავშირის 90-მილიარდიანი საკრედიტო პაკეტიდან გამოიყოფა, რომელიც მიმდინარე წელს სამხედრო დახმარებისთვის 28.3 მილიარდ ევროს, ხოლო საბიუჯეტო დახმარებისთვის 16.7 მილიარდ ევროს ითვალისწინებს.

კრედიტის პირობებიდან მოიხსნება მოთხოვნა "დამზადებულია ევროპაში", რათა შესაძლებელი გახდეს აშშ-ში წარმოებული "Patriot"-ის სისტემებისა და იმ დრონების შესყიდვა, რომლებიც ჩინურ კომპონენტებზეა დამოკიდებული.

ახლად გამოყოფილი 6.1 მილიარდი ევრო წარმოადგენს ბოლო ტრანშს 28.3-მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში. გადახდები ეტაპობრივად განხორციელდება მას შემდეგ, რაც ბრიუსელი გადაამოწმებს და დაადასტურებს კიევის მიერ კერძო კომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტებს.

დღემდე თავდაცვის მიზნებისთვის უკვე გადარიცხულია 8.35 მილიარდი ევრო.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მის არმიას ზამთრის უსაფრთხოდ გადასატანად "Patriot"-ის დაახლოებით 300 რაკეტა-გადამტაცი დასჭირდება.

ამერიკული თავდაცვითი გიგანტის, "Lockheed Martin"-ის მიერ წარმოებული "PAC-3" ტიპის რაკეტების დეფიციტმა მნიშვნელოვნად შეზღუდა კიევის შესაძლებლობა, ეფექტურად მოიგერიოს რუსული ბალისტიკური რაკეტები. მოსკოვმა ეს სისუსტე იერიშების გასაძლიერებლად გამოიყენა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა კიდევ უფრო გაართულა ისედაც გადატვირთული საწარმოო ჯაჭვები. ერთი "PAC-3" რაკეტის წარმოებას 24 თვე სჭირდება, მისი ღირებულება კი დაახლოებით 4 მილიონი დოლარია (3.45 მილიონი ევრო).

პროცესის დასაჩქარებლად ბრიუსელი ცდილობს დაარწმუნოს წევრი ქვეყნები, რომლებსაც თავიანთ მარაგებში ჯერ კიდევ აქვთ "Patriot"-ის რაკეტები, გადასცენ ისინი უკრაინას და მოგვიანებით ჩაანაცვლონ 2027 წლისთვის დაგეგმილი მიწოდებებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება - ზელენსკიტვ პირველი
  • გერმანია საკუთარი არმიისთვის უკრაინაში შექმნილ „ბარსის“ რაკეტებს შეიძენსფორმულა
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →ევროკავშირის →ევრო →

მსგავსი სტატიები

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

BM.GE

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

BM.GE

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

BM.GE

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

BM.GE