მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდება
ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდება

ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდება

ფორმულა|formulanews.ge

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რეტიმნოს ადმინისტრაციულ რეგიონში, კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, ძლიერი ქარისგან გაღვივებული ტყის ხანძრები ტურისტულ კურორტებსა და სოფლებს ემუქრება.

რეტიმნოში, სადაც ქარის სიჩქარემ საათში 125 კმ-ს მიაღწია, ღამის განმავლობაში დაახლოებით 8 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა და სავარაუდოდ, უკვე გაანადგურა არაერთი სახლი და სასოფლო-სამეურნეო დაწესებულება. ეს არის კუნძულზე ამჟამად მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი, რომლის ფრონტიც 15 კმ-ს აჭარბებს.

მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთხშაბათს კუნძულზე, კრია ვრისის მახლობლად ცეცხლის ალყაში მოქცევის შედეგად ორი მეხანძრე დაიღუპა. მესამე მეხანძრე პელოპონესის საპორტო ქალაქ გითიოსთან ემსხვერპლა ხანძარს.

ამჟამად, კრიტიკულ ლოკაციებზე 220 მეხანძრეა მობილიზებული.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხანძრის სახიფათო პირობები ამ კვირაში ცენტრალური ევროპისკენ გავრცელდება. საბერძნეთი და თურქეთი ყველაზე მეტად დაზარალებულთა შორის იქნებიან.

თითქმის მთელი სამხრეთ ევროპა, და ასევე საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი ივნისისა და ივლისის სიცხის ტალღების შემდეგ დამანგრეველ ხანძრებს ებრძვიან. მრავალ ქვეყანაში მასშტაბური ევაკუაციები მიმდინარეობს და ევროპა საფრთხის შეკავებას ცდილობს. საბერძნეთი იმ მრავალ ქვეყანას შორისაა, რომლებიც დამანგრეველ ხანძრებსა და გვალვებს ებრძვიან. ივნისის და ივლისის თვეებში კონტინენტზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურები ფიქსირდებოდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სიბნელის ლოგიკა - კრემლის გასაგონად

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სიბნელის ლოგიკა - კრემლის გასაგონად

ფორმულა

რუსეთმა პოლონეთის საზღვართან, 2 კმ-ში, სამგზავრო მატარებელს დაარტყა

რუსეთმა პოლონეთის საზღვართან, 2 კმ-ში, სამგზავრო მატარებელს დაარტყა

ფორმულა

მიქანაძე: გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები აღიარებული იყოს უმაღლესის მიმართულებებში

მიქანაძე: გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები აღიარებული იყოს უმაღლესის მიმართულებებში

ფორმულა

მიქანაძე: ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს

მიქანაძე: ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს

ფორმულა