მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალოების შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალოების შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალოების შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალოების შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

"ემი ვ. დიაზი, აშშ-ის საგარეო სამსახურის მაღალი რანგის კარიერული დიპლომატი 2026 წლის ივლისიდან თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის (საქმეთა დროებითი რწმუნებულის) თანამდებობას იკავებს.

ქალბატონ დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).

ქალბატონი დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის სახელობის მართვის სტიპენდიანტთა (Presidential Management Fellows) პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წლიდან აშშ-ის საგარეო სამსახურის კარიერული დიპლომატი გახდა.

მან ბაკალავრიატის ხარისხი სენტ-ჯონის კოლეჯში (ანაპოლისი, მერილენდის შტატი) მიიღო, ხოლო არიზონას უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

ქალბატონი დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მრავალჯერ არის დაჯილდოებული უმაღლესი ღირსების და განსაკუთრებული დამსახურების საპატიო ჯილდოებით", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოს

ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოს

ფორმულა

ფრიდრიხ მერცის მრჩეველი და ბორის ჯონსონი რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ

ფრიდრიხ მერცის მრჩეველი და ბორის ჯონსონი რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სიბნელის ლოგიკა - კრემლის გასაგონად

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სიბნელის ლოგიკა - კრემლის გასაგონად

ფორმულა

რუსეთმა პოლონეთის საზღვართან, 2 კმ-ში, სამგზავრო მატარებელს დაარტყა

რუსეთმა პოლონეთის საზღვართან, 2 კმ-ში, სამგზავრო მატარებელს დაარტყა

ფორმულა