მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ესპანეთის ანკლავ სეუტას საზღვარი ბოლო 1 დღეში 49 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა
ესპანეთის ანკლავ სეუტას საზღვარი ბოლო 1 დღეში 49 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა

ესპანეთის ანკლავ სეუტას საზღვარი ბოლო 1 დღეში 49 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა

ფორმულა|formulanews.ge

ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავ სეუტაში, სახმელეთო და საზღვაო გზით, დაახლოებით 49,000 მიგრანტი გადავიდა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო დღეებში ტერიტორიაზე მოხვედრის მცდელობისას სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. მათგან, ვინც ბოლო 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე უკანონოდ შევიდა, 7000-ზე მეტი არასრულწლოვანია.

ესპანეთის სასამართლომ მიმდინარე თვეში დაადგინა, რომ მიგრანტები, რომლებიც ზღვაში შეაჩერეს სეუტაში ან მელილიაში მოხვედრის მცდელობისას, მაროკოში დაუყოვნებლივ არ დაბრუნდებიან. სხვადასხვა წყარო მიმდინარე დღის მასობრივი მიგრაციის მიზეზად სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასახელებს.

სეუტა და მელილია ესპანეთის ორი ანკლავია მაროკოში. ორივე ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 85,000 მოქალაქეა. ეს ნიშნავს, რომ სეუტაში უეცარი შესვლების რაოდენობა ანკლავის მოსახლეობას 50%-ით ზრდის. ევროკავშირის ტერიტორიებიდან მხოლოდ სეუტას და მელილიას აქვთ სახმელეთო საზღვრები აფრიკასთან.

უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ესპანეთმა თავისი შეიარაღებული ძალები განალაგა სეუტასა და მელილიაში. ადგილობრივმა და სახელმწიფო ძალებმა აღადგინეს სახმელეთო და საზღვაო საზღვრების ის მონაკვეთები, რომლებიც, სასაზღვრო პოლიციის და ოფიციალური პირების თქმით, “მოიშალა”.

საზღვრის დარღვევის გამო იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ იტალია განიხილავს “საგანგებო ზომებით” მოქმედებას, მათ შორის ესპანეთთან შენგენის შეთანხმებით გათვალისწინებული ღია საზღვრის დახურვას. თუმცა, რადგან იტალიას და ესპანეთს საერთო სახმელეთო საზღვარი არ აქვთ, იტალიას, სავარაუდოდ, ამ პროცესში სხვა ევროპული ქვეყნების ჩართვა დასჭირდება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა, პარასკევს განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვარზე კონტროლი გაძლიერდება.

სეუტას კარიბჭესთან მაროკოს ხელისუფლებამ განალაგა წყლის ჭავლის მანქანები და ხალხი უკან დახია. გავრცელდა ხალხთან შეტაკების შედეგად დამწვარი ავტობუსისა და მანქანების კადრები.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მაროკოსთან ერთად მუშაობს, რათა უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასული ყველა პირის საკუთარ ქვეყნებში "რაც შეიძლება მალე" დაბრუნება.

ესპანეთმა და მაროკომ პარასკევს ანკლავის სასაზღვრო ღობე გაამაგრეს და, ახლანდელი ინფორმაციით, შეაჩერეს მასობრივი გადასვლები.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს

ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს

ფორმულა

კალაძე საინტერესოს უწოდებს ინიციატივას სიწმინდეების "დასაცავად", ამბობს, რომ იმსჯელებენ

კალაძე საინტერესოს უწოდებს ინიციატივას სიწმინდეების "დასაცავად", ამბობს, რომ იმსჯელებენ

ფორმულა

სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ

სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ

ფორმულა

კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა

კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა

ფორმულა