მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ

ფორმულა|formulanews.ge

პოლონეთის საზღვართან მატარებელზე განხორციელებული დარტყმა ვლადიმერ პუტინის მიერ წინასწარ გათვლილი ესკალაციაა, რომლის მიზანიც ევროპაში შიშის დანერგვაა — ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ, რომ პროვოკაციებს ავყვეთ. თუმცა, ამავდროულად, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვა შეგვიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ. ის, რასაც პუტინი აკეთებს სახიფათოა. მან ეს იცის და სწორედ ამიტომ აკეთებს ამას“, — აღნიშნა პისტორიუსმა.

13 სექტემბერს რუსეთმა დრონებით თავდასხმა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, იაგოდინის სადგურზე მყოფ სამგზავრო მატარებელზე განახორციელა. უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიცას“ ცნობით, იერიშის სავარაუდო სამიზნე დიპლომატიური მატარებელი იყო, რომელმაც ლოკომოტივის დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე გაიარა. მატარებელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების მრჩევლები და ყოფილი ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • "მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებსBM.GE
  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთში, მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთში, მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

ფორმულა

დათო ნარიმანიძის დედის განცხადება სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

დათო ნარიმანიძის დედის განცხადება სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

ფორმულა

მძიმე სტიქია თურქეთში- კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

მძიმე სტიქია თურქეთში- კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ფორმულა

პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის საქმეზე ადვოკატისთვის ჩანაწერების შეზღუდვას უარყოფს

პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის საქმეზე ადვოკატისთვის ჩანაწერების შეზღუდვას უარყოფს

ფორმულა