მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კაია კალასი ღაზის სამშვიდობო ინიციატივაზე: კონსტრუქციული ნაბიჯია, თუმცა წინ დიდი სამუშაოა
კაია კალასი ღაზის სამშვიდობო ინიციატივაზე: კონსტრუქციული ნაბიჯია, თუმცა წინ დიდი სამუშაოა

კაია კალასი ღაზის სამშვიდობო ინიციატივაზე: კონსტრუქციული ნაბიჯია, თუმცა წინ დიდი სამუშაოა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ღაზის სექტორში მშვიდობის დამყარების ახალ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა და მას „კონსტრუქციული ნაბიჯი“ უწოდა.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კალასმა აღნიშნა, რომ შეთანხმების წარმატება ყველა ჩართული მხარის სრულ ერთგულებაზეა დამოკიდებული. ევროპელი დიპლომატის შეფასებით, მთავარ გამოწვევად რჩება ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ხოლო პროცესის საბოლოო ეტაპზე ისრაელს ღაზის ტერიტორიის სრულად დატოვება მოუწევს. მან ასევე დაამატა, რომ ევროკავშირი მზადაა აქტიურად ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო პროცესის შემდგომ ეტაპებს.

განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის თანახმად, მისმა „მშვიდობის საბჭომ“ მიაღწია შეთანხმებას „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღების შესახებ. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, რამდენად იზიარებენ შეთანხმების დეტალებს უშუალოდ ისრაელი და „ჰამასი“.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ალექსეი მილჩაკოვი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ალექსეი მილჩაკოვი მოკლეს

ფორმულა

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

ფორმულა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ

ფორმულა

4 ოქტომბრის საქმე: მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმე: მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

ფორმულა