მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც პენსიონერების მოტყუებით დაეუფლა 48 983 ლარს
შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც პენსიონერების მოტყუებით დაეუფლა 48 983 ლარს

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც პენსიონერების მოტყუებით დაეუფლა 48 983 ლარს

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა და ანგარიშებზე არსებული თანხები ჩამორთმევის საფრთხის წინაშე იყო. აღნიშნულის თავიდან აცილების საბაბით, მოქალაქეებს სთავაზობდა, ნაღდი ფული წარმომავლობის დადგენის მოტივით მის მიერ გაგზავნილი შუამავლისთვის გადაეცათ.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილ 48 983 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Axios: ტრამპი უახლოეს დღეებში ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხმას სერიოზულად განიხილავს

Axios: ტრამპი უახლოეს დღეებში ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხმას სერიოზულად განიხილავს

ფორმულა

შსს: დავაკავეთ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი, მეტსახელად - ფაიფურა

შსს: დავაკავეთ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი, მეტსახელად - ფაიფურა

ფორმულა

ზელენსკი „ქარტიის“ მეთაურზე თავდასხმას ეხმაურება: „უკრაინა აუცილებლად უპასუხებს“

ზელენსკი „ქარტიის“ მეთაურზე თავდასხმას ეხმაურება: „უკრაინა აუცილებლად უპასუხებს“

ფორმულა

„ჰამასი“ ტრამპის გეგმას უპირისპირებს პირობას: ჯერ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები

„ჰამასი“ ტრამპის გეგმას უპირისპირებს პირობას: ჯერ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები

ფორმულა