მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. შსს: დავაკავეთ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი, მეტსახელად - ფაიფურა
შსს: დავაკავეთ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი, მეტსახელად - ფაიფურა

შსს: დავაკავეთ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი, მეტსახელად - ფაიფურა

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიმართ 2026 წლის 15 აპრილიდან სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.

„სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული. შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა, რასაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს გაუნაწილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას თავად მიისაკუთრებდა.

აღნიშნული პირის მიმართ 2026 წლის 15 აპრილიდან სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიჭინავა: ოცნება ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს მისთვის სასურველი ოპოზიცია დაილაგოს

სიჭინავა: ოცნება ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს მისთვის სასურველი ოპოზიცია დაილაგოს

ფორმულა

აშშ-მა კოსმოსურ ორბიტაზე საბრძოლო იარაღის განთავსება ისტორიაში პირველად დაადასტურა

აშშ-მა კოსმოსურ ორბიტაზე საბრძოლო იარაღის განთავსება ისტორიაში პირველად დაადასტურა

ფორმულა

მალხაზ მაჩალიკაშვილს ივანიშვილის შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის 1000ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მალხაზ მაჩალიკაშვილს ივანიშვილის შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის 1000ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ფორმულა

Wildberries უკრაინული დრონებისგან ობიექტის დასაცავად ლითონის ბადეს ყიდულობს

Wildberries უკრაინული დრონებისგან ობიექტის დასაცავად ლითონის ბადეს ყიდულობს

ფორმულა