მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ქ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ქ. ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

"ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში" დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა", - წერს უწყება.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავესტვ პირველი
  • თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსსრუსთავი 2
  • სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავესიმედი
  • ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავესნეტგაზეთი
ბრალდებით →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა

ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა

ფორმულა

კობახიძე კვლავ "გლობალური ომის პარტიის" კონსპირაციაზე საუბრობს "რუსოფობიის" კონტექსტში

კობახიძე კვლავ "გლობალური ომის პარტიის" კონსპირაციაზე საუბრობს "რუსოფობიის" კონტექსტში

ფორმულა

კობახიძისთვის "გაუგებარია" აშშ-ის საელჩოს შეშფოთება სიძულვილის ენის სამმართველოს გამო

კობახიძისთვის "გაუგებარია" აშშ-ის საელჩოს შეშფოთება სიძულვილის ენის სამმართველოს გამო

ფორმულა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნა

ფორმულა