მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძისთვის "გაუგებარია" აშშ-ის საელჩოს შეშფოთება სიძულვილის ენის სამმართველოს გამო
კობახიძისთვის "გაუგებარია" აშშ-ის საელჩოს შეშფოთება სიძულვილის ენის სამმართველოს გამო

კობახიძისთვის "გაუგებარია" აშშ-ის საელჩოს შეშფოთება სიძულვილის ენის სამმართველოს გამო

ფორმულა|formulanews.ge

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე "გაუგებარს" უწოდებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ისინი შეშფოთებულები არიან "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს" გამო.

კობახიძე ამტკიცებს, რომ "საქართველოში ხელოვნურად სიძულვილის გაღვივებასა და სიცრუის ტირაჟირებაში" წინა ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საელჩო იყო ჩართული.

"რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას. სამწუხაროდ, ეს პროცესები იყო კოორდინირებული. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საელჩოს ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის გავრცელება არ დავუშვათ. რაც შეეხება ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას", - ამბობს ოცნების პრემიერი.

საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ საქმიანობით. რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში საელჩო ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად მიიჩნევს და ცენზურის ნებისმიერ ფორმას ეწინააღმდეგება.

საელჩოს კომენტარი რადიო თავისუფლების კითხვების პასუხად 28 ივლისს გავრცელდა. გამოცემამ დიპლომატიურ მისიას მას შემდეგ მიმართა, რაც ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. კითხვები ეხებოდა როგორც სანაიას საქმეს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და კომენტარების საფუძველზე დაწყებულ საქმეებს, ასევე საქართველოში სიტყვისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობას.

აშშ-ის საელჩოს სპიკერმა წერილობით განაცხადა:

„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად.“

საელჩომ პასუხში ყურადღება პოლიტიკური პლურალიზმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა:

„როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს - იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.“

ამასთან, საელჩომ პირდაპირ შეაფასა ახლად შექმნილი სტრუქტურის საქმიანობა:

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი.“

ეს არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში აშშ-ის საელჩოს პირველი საჯარო განცხადება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მოქმედი პრაქტიკა კრიტიკულად არის შეფასებული.

განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის „ქართულ ოცნებას“ და მთავრობის წარმომადგენლებს საელჩოს შეფასებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საელჩოს განცხადებას წინ უძღოდა ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 22 ივლისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელზეც სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ მიმართა.

სანაიას დაპატიმრება უკვე გააკრიტიკეს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რეაგირება საჭირო ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე – კობახიძენეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებაში არ დავუშვათ სიძულვილის გავრცელება, ჩვენი სურვილია, აშშ-თან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციასრუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით - უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებსიმედი
  • სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი საფრთხეები მომავალში თავიდან იყოს არიდებული - კობახიძე შოვის ტრაგედიაზეBM.GE
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნა

ფორმულა

გელენჯიკთან რუსული საჰაერო თავდაცვის ჩამოგდებული დრონი სანაპიროზე ჩამოვარდა: არის მსხვერპლი

გელენჯიკთან რუსული საჰაერო თავდაცვის ჩამოგდებული დრონი სანაპიროზე ჩამოვარდა: არის მსხვერპლი

ფორმულა

საბერძნეთში ხანძრის ქრობისას ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახენ: დაიღუპა ორი ადამიანი

საბერძნეთში ხანძრის ქრობისას ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახენ: დაიღუპა ორი ადამიანი

ფორმულა

საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა

საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა

ფორმულა