მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო

ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო

ფორმულა|formulanews.ge

ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის ყრილობა დასრულდა. ყრილობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა თანამდებობები და შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო.

მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი იქნება.

„გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-13 ყრილობა. საეტაპო ყრილობა იყო, ვინაიდან პარტია გადადის მოდერნიზაციაზე, განახლებაზე. იცით, რომ რამდენიმე ახალი ინიციატივაა წარდგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, მათ შორის რეფორმების საბჭოს შექმნაზე ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, მათ შორის იქმნება გუნდი რომელიც დადებს სტრატეგიას პარტიის რეფორმირების და უახლოესი 6 თვის განმავლობაში პარტია ამ დოკუმენტს მიუბრუნდება ახალ ყრილობაზე.

ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის საქმიანობის წარმართვისთვის და ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა თანამდებობები, პოზიციები და შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო, მმართველი საბჭოს სახით.

მმართველი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა არაუმეტეს 9 წევრისა, ყრილობაზე წარდგენილი იყო პოლიტსაბჭოს მინიმუმ 15 წევრის მიერ სხვადასხვა კანდიდატები ამ მმართველ საბჭოში, თუმცა საბოლოო ჯამში ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველ საბჭოში საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და დარჩა რიგით პოლიტსაბჭოს წევრად.

ამ ეტაპზე, მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 8 წევრით: პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი“, — განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედვედევი: გრემის კანონი სამხედრო შეკავების ენით პასუხს იმსახურებს

მედვედევი: გრემის კანონი სამხედრო შეკავების ენით პასუხს იმსახურებს

ფორმულა

მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

ფორმულა

ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

ფორმულა

EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

ფორმულა