მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს
EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

ფორმულა|formulanews.ge

Украинская правда-ს კორესპონდენტი, ევროკავშირის მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავს და მიმდინარე განხილვებისას აღნიშნული საკითხი ეჭვქვეშ არ დგას.

წყაროს თქმით, ვროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღიარებენ, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.

"მოკლე პასუხი ასეთია: ეს მრავალი განხილვის საგანი არ ყოფილა - და ეს დადებითი ნიშანია.

მიმდინარე საჭიროებებზე რეაგირების გათვალისწინებით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოში უკრაინისთვის გათვალისწინებული იქნება მნიშვნელოვანი, და ძალიან მნიშვნელოვანი, ფინანსური მხარდაჭერა", - განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.

ევროკავშირის ლიდერების 15–16 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე დისკუსიების დიდი ნაწილი ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტს დაეთმობა. ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე ცდილობენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემა დააზიანა, უკრაინულმა დრონებმა კი - რუსული საწარმოBM.GE
  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის სისტემისთვის რაკეტებს მიაწვდისრუსთავი 2
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ფორმულა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ფორმულა

აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ

აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ

ფორმულა

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა - გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა - გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი

ფორმულა