მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სანქციების გვერდის ავლა: ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენელი ტირასპოლში ჩავიდა
სანქციების გვერდის ავლა: ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენელი ტირასპოლში ჩავიდა

სანქციების გვერდის ავლა: ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენელი ტირასპოლში ჩავიდა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. წარმომადგენელი დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, ვიტალი იანკოვსკი ტირასპოლში ჩავიდა. სეპარატისტულ სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და ქვეყანაში უცხოელთა ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო, 2026 წლის თებერვალში მოლდოვამ იგი „არასასურველ პირად“ გამოაცხადა და ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით აეკრძალა. იანკოვსკის არ გააჩნია მოლდოვის მოქალაქეობა.

ვიტალი იანკოვსკის ბიოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული სეპარატისტულ რეჟიმებთან და საეჭვო საქმიანობასთან. 1990-იანი წლებიდან მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა დნესტრისპირეთის ე.წ. დე ფაქტო მთავრობაში, მათ შორის იყო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აგვისტო-ნოემბერში, იანკოვსკი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც „დნესტრისპირეთის მოხალისეთა ავარიულ-სამაშველო რაზმს“ მეთაურობდა. 2017 წელს დროებით ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ჯიოევმა იგი დნესტრისპირეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად დანიშნა.

იანკოვსკი 29 ივლისს დნესტრისპირეთში „სამშვიდობო ოპერაციის“ დაწყების 34 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

მოლდოვური მედიის ცნობით, ოფიციალურ კიშინიოვში ამ ეტაპზე არ ფლობენ ინფორმაციას, თუ როგორ შეძლო მან დაწესებული სანქციებისა და საზღვრის კონტროლის გვერდის ავლა.

რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ვალერი კივერმა მომხდარს „გამომწვევი ჟესტი“ უწოდა: „პირადად მე არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი ტირასპოლში. ჩვენ გვყავს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებმაც ეს საკითხი მხედველობაში უნდა მიიღონ“.

მომხდარს გამოეხმაურა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაი პოპშოიც. მისი განმარტებით, საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გადაკვეთა მან საზღვარი, ეხება არა საგარეო პოლიტიკას, არამედ უშუალოდ საზღვრის კონტროლისა და უსაფრთხოების სფეროს. მოლდოვის სასაზღვრო სამსახურს აღნიშნულზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიტანეთმა რუსეთის სანქციები გააფართოვა, სიაში ბანკები, კომპანიები და გემები მოხვდნენ

ბრიტანეთმა რუსეთის სანქციები გააფართოვა, სიაში ბანკები, კომპანიები და გემები მოხვდნენ

ფორმულა

6 წლამდე პატიმრობა ყალბი ტექინსპექტირებისთვის, სუს-მა 3 პირი დააკავა

6 წლამდე პატიმრობა ყალბი ტექინსპექტირებისთვის, სუს-მა 3 პირი დააკავა

ფორმულა

უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინას სასამართლომ გირაო შეუფარდა

უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინას სასამართლომ გირაო შეუფარდა

ფორმულა

დრონების მასირებული შეტევა იაროსლავლზე იწვის რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

დრონების მასირებული შეტევა იაროსლავლზე იწვის რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

ფორმულა