მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ღარიბაშვილი: ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის პოლიტიკურად განეიტრალება
ღარიბაშვილი: ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის პოლიტიკურად განეიტრალება

ღარიბაშვილი: ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის პოლიტიკურად განეიტრალება

ფორმულა|formulanews.ge

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილში აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მიზნად მისი პოლიტიკური განეიტრალება, რეპუტაციის დაზიანება და მომავალში პოლიტიკაში დაბრუნების ხელშეშლა ისახავდა.

ღარიბაშვილის თქმით, თავდაპირველად მას დაჰპირდნენ, რომ ციხეში არ მოუწევდა წასვლა და საპროცესო შეთანხმების ფარგლებში პირობით სასჯელსა და ჯარიმას მიიღებდა, თუმცა მოგვიანებით პირობები შეიცვალა და მას 5 წლით პატიმრობა შეეფარდა.

ექსპრემიერი ასევე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მისგან ახალი კორუფციული ბრალის აღიარებას ითხოვდნენ, რათა მისი რეპუტაცია საბოლოოდ დაეზიანებინათ და პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა შეეზღუდათ.

ღარიბაშვილი წერილში ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი ქმედებებით ქვეყანა „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შევიდა.

"საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს საკითხი და ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც ჩამსვეს ციხეში. ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია, საბოლოოდ კი - ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება.

მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი - „სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო“ - და მოაყოლეს დაპირება: „არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა“. ისევ „გადამაგდეს”. 4 იანვარს მოულოდნელად მაცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში. უკვე აღიარებული მქონდა ბრალი, გირაოს სანაცვლოდ ვიყავი თავისუფლებაზე და ველოდებოდი დაპირებული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

როგორც უკვე ავუხსენი საზოგადოებას ჩემს წერილებში, ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა. ამით ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას. სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება“.

თებერვალში, როდესაც შუამავლის მეშვეობით შედგა კომუნიკაცია, გაზეთის გარდა, ხელისუფლების ძირითადი გზავნილი შემდეგი შინაარსის იყო: ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე... მივხვდი, რომ შარს მდებდნენ და ახალ ბინძურ პროვოკაციას მიმზადებდნენ. მიზეზი გასაგები იყო - ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით.

ამის შემდეგ, ივლისამდე, აღარ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია და, როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, სრულიად მოულოდნელად გამომიგზავნეს წერილი და ახალი პირობები, ხოლო სიტყვიერად, შუამავლის მეშვეობით, გადმომცეს, რომ ჩემი დაჭერით ხელისუფლება ძალიან დაზიანდა, ჩემს რეპუტაციას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია. ხალხისა და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების თანაგრძნობა გაიზარდა ჩემს მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გასამართლებული ათეულობით პირი გაათავისუფლეს პირობითი სასჯელით. ხალხისთვის გაუგებარი და აუხსნელი იყო ჩემი ციხეში 5 წლით დატოვება, ვინაიდან მე აღიარებული მქონდა ბრალი, ზიანი ანაზღაურებული მქონდა, დაზარალებული არავინ მყავდა და ჯარიმაც გადახდილი მქონდა. ამიტომ ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა.

ამას დაემატა უაზრო ეჭვები და შიშები, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში არ დავბრუნებულიყავი. ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები.

აქედან გამომდინარე, ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების ცრუ და ბინძური პროპაგანდა სასაცილო და უსუსური მეთოდებით აგრძელებს ჩემს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, რაც მხოლოდ შიშით არის ნაკარნახევი. ასევე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების ფარისევლური და ყალბი განცხადებები, რაზეც მინდა შემდეგნაირად ვუპასუხო: როგორც ვატყობ, ძალიან გაერთეთ და როლში შეხვედით. ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა.

ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი. თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით" - წერს ღარიბაშვილი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 149 სტატია.

  • "სწორი არ არის სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა" - პაპუაშვილი ღარიბაშვილზეBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილებზე: ნებისმიერი შეყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში. მე არ მინდა, რომ შევიდე ამაში. მიზანი სწორედ პოლიტიკურ ჭრილში გადასვლააიმედი
  • არ გვაინტერესებს - ღარიბაშვილის ადვოკატი ბურჭულაძის მამხილებელ ჩვენებაზეტვ პირველი
  • ირაკლი ღარიბაშვილის წერილები, "ასავალ-დასავალის" კამპანია და ლაზარე ჯორბენაძის საქმე -  კითხვები და ურთიერთბრალდებებირუსთავი 2
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

„ნამახვანჰესის“ გამო საქართველოს ENKA-სთვის 1.15 მილიარდი ლარის გადახდა დაეკისრა

„ნამახვანჰესის“ გამო საქართველოს ENKA-სთვის 1.15 მილიარდი ლარის გადახდა დაეკისრა

ფორმულა

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდება უარყო

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდება უარყო

ფორმულა

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს

ფორმულა

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო აქტივისტი ანა ბდეიანი დააჯარიმეს

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო აქტივისტი ანა ბდეიანი დააჯარიმეს

ფორმულა