მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ქალი, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ქალი, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ქალი, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ფორმულა|formulanews.ge

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. დედა მის დახმარებას შეეცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა.

ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს და მდინარიდან ამოასვენეს, ხოლო დედის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში და დღესაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. სამძებრო სამუშაოში ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია: 7 აგვისტოს რუსეთის არმია უკვე საქართველოში იყო — ისტორიას ვერავინ გადაწერს

ელენე ხოშტარია: 7 აგვისტოს რუსეთის არმია უკვე საქართველოში იყო — ისტორიას ვერავინ გადაწერს

ფორმულა

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდა

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

ბუდრისი: საქართველოს ოკუპაცია და უკრაინის ომი რუსული იმპერიალიზმის პირდაპირი შედეგია

ბუდრისი: საქართველოს ოკუპაცია და უკრაინის ომი რუსული იმპერიალიზმის პირდაპირი შედეგია

ფორმულა

ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფორმულა