მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდა
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდა

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა|formulanews.ge

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს — ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილის გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ხოლო დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებაზე არ გაითვალისწინა.

5 აგვისტოს დაკავებულ მოზარდებს ბრალი ოფიციალურად 6 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ნია იმნაძემ თავის მეგობრებს განუცხადა, რომ მასწავლებელი მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა, რის შემდეგაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა ავალიანს. ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის შედეგად მიყენებული დაზიანებებით მასწავლებელი 23 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ ქმედებისთვის იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების მუხლით წარედგინა, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საერთო ჯამში საქმეზე დაკავებულია 7 პირი, რომელთაგან ოთხი უკვე მსჯავრდებულია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • "უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 833 101 ლარს თაღლითურად დაეუფლა" - დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებარუსთავი 2
  • აიტი სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში ძალადობის კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯესტვ პირველი
  • სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და პატიმრობა 13 წლით - გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ რეპორტაჟიიმედი
  • გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯაBM.GE
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის პოლიტიკურად განეიტრალება

ღარიბაშვილი: ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის პოლიტიკურად განეიტრალება

ფორმულა

„ნამახვანჰესის“ გამო საქართველოს ENKA-სთვის 1.15 მილიარდი ლარის გადახდა დაეკისრა

„ნამახვანჰესის“ გამო საქართველოს ENKA-სთვის 1.15 მილიარდი ლარის გადახდა დაეკისრა

ფორმულა

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდება უარყო

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდება უარყო

ფორმულა

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქალზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 1 პირი დააკავეს

ფორმულა