მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო და საავიაციო იერიში მიიტანა - დაიღუპა 6, დაშავდა 19 ადამიანი
რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო და საავიაციო იერიში მიიტანა - დაიღუპა 6, დაშავდა 19 ადამიანი

რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო და საავიაციო იერიში მიიტანა - დაიღუპა 6, დაშავდა 19 ადამიანი

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის ძალებმა 10-11 აგვისტოს ღამით უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. თავდასხმისას გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები და მართვადი საავიაციო ბომბები.

ზაპოროჟიის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.

თავდაპირველად ფედოროვმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად 9 ადამიანი იყო დაშავებული. 02:10 საათისთვის მან ინფორმაცია განაახლა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე, დაშავებულთა კი 20-მდე გაიზარდა. 07:00 საათის მონაცემებით, იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ობიექტები. დარტყმების ადგილებზე ხანძრები გაჩნდა, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო იერიში დაახლოებით 00:30 საათზე დაიწყეს. ბალისტიკური რაკეტებით პავლოგრადზე, ზაპოროჟიესა და კიევზე შეტევა ორ ტალღად განხორციელდა.

თავდასხმის შედეგებისა და მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის საწყობთან იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის საწყობთან იერიში მიიტანეს

ფორმულა

საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს

საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს

ფორმულა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 52-ს მიაღწია

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 52-ს მიაღწია

ფორმულა