მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის საწყობთან იერიში მიიტანეს
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის საწყობთან იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის საწყობთან იერიში მიიტანეს

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად რუსეთის ვორონეჟის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, ნოვოუსმანის რაიონში 49 წლის მამაკაცი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მსხვილი ლოგისტიკური ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

გუბერნატორის განცხადებით, რაიონში ორი დიდი საწყობი დაიწვა. კომპანია არ დაუკონკრეტებია, თუმცა Wildberries & Russ-ში განაცხადეს, რომ ვორონეჟის ოლქში მათი ლოგისტიკური ობიექტები უსაფრთხოების ზომების შესაბამისად ევაკუირებულია. უკრაინული ტელეგრამ-არხები ხანძრის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ.

გუსევის ცნობით, ღამით ვორონეჟსა და ოლქის რაიონებში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 15 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინული მონიტორინგის არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევა ორენბურგის ოლქშიც განხორციელდა. ქალაქ ორსკში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას Орскнефтеоргсинтез-ს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი. ოფიციალურ რუსულ უწყებებს ქარხანაზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იმერეთში ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ექვსი პირი პასუხისგებაში მისცეს

იმერეთში ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ექვსი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფორმულა

გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის

გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის

ფორმულა

ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

ფორმულა

რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო და საავიაციო იერიში მიიტანა - დაიღუპა 6, დაშავდა 19 ადამიანი

რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო და საავიაციო იერიში მიიტანა - დაიღუპა 6, დაშავდა 19 ადამიანი

ფორმულა