მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ

კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ

ფორმულა|formulanews.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე ბრალდებული ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა.

ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში ისინი დღესვე გათავისუფლდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 11 აგვისტოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა", - განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ორივე ბრალდებულს დაეკისრა პოლიციაში გამოცხადების ვალდებულება, ასევე აეკრძალათ დაზარალებულთან კომუნიკაცია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად

ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად

ფორმულა

თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს

თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს

ფორმულა

ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ

ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ

ფორმულა

HRW აშშ-ის კონგრესს თურქეთიდან უკრაინაში კასეტური იარაღის გადაცემის დაბლოკვას სთხოვს

HRW აშშ-ის კონგრესს თურქეთიდან უკრაინაში კასეტური იარაღის გადაცემის დაბლოკვას სთხოვს

ფორმულა