
ტოკიომ პუტინის იტურუპზე ვიზიტის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა და ნოტა გადასცა
ფორმულა|formulanews.ge
ტოკიომ მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო კურილის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულ იტურუპზე. მომხდართან დაკავშირებით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ნიკოლა ნოზდრევი დაიბარეს.
იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტოშიმიცუ მოტეგიმ რუს დიპლომატს ოფიციალური საპროტესტო ნოტა პირადად გადასცა და მოუწოდა, ტოკიოს პოზიცია სასწრაფოდ მიაწოდოს რუსეთის მთავრობას.
„პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს“, — განაცხადა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge