
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პუტინის ვიზიტი სადავო იტურუპზე მკაცრად გააპროტესტა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ მკაცრი საპროტესტო განცხადება გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სადავო კურილის კუნძულ იტურუპზე ჩასვლასთან დაკავშირებით. ტაკაიჩის თქმით, აღნიშნული ტერიტორია იაპონიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო პუტინის ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს ტკივილს აყენებს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა 2024 წლის იანვარში ჩრდილოეთის კუნძულებზე ვიზიტის გეგმები გააჟღერა, ოფიციალური ტოკიო მოსკოვს არაერთხელ მოუწოდებდა, თავი შეეკავებინა ამ ნაბიჯისგან.
„ჩრდილოეთის ტერიტორიები, როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი იაპონელი ხალხის გრძნობებს ტკივილს აყენებს და სრულიად მიუღებელია“, — განაცხადა ტაკაიჩიმ.
იაპონიის მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ისედაც დამძიმებული ორმხრივი ურთიერთობების მიუხედავად, ტოკიო ძალისხმევას არ იშურებდა, თუმცა პუტინის ვიზიტმა იაპონიაში რუსეთის მიმართ განწყობები კიდევ უფრო გაამწვავა. ტაკაიჩის განცხადებით, ეს ნაბიჯი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღდგენას საგრძნობლად გაართულებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge