მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია

სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია

ფორმულა|formulanews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ გასული წლის 5 დეკმებერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"2025 წლის 5 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - წერს სუს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • გახსნილი ნარკოდანაშაულები და 135 დაკავებული - საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინესრუსთავი 2
  • დაკავებული მოზარდის ოჯახი დუმილს არღვევს - როგორ პასუხობს გოგა ავალიანის დედა წერილსტვ პირველი
  • ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან გოგოებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათნეტგაზეთი
დაკავებული →

მსგავსი სტატიები

პროკურორი:რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საქმეზე ქრთამის გაცემის ფაქტი დაადასტურა

პროკურორი:რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საქმეზე ქრთამის გაცემის ფაქტი დაადასტურა

ფორმულა

ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს

ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს

ფორმულა

რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს

რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს

ფორმულა

სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ფორმულა