
ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან გოგოებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - Netgazeti
გიგა ავალიანის საქმის 2 ფიგურანტ გოგოს, რომლებიც 5 აგვისტოს ღამით დააკავეს, დღეს, 7 აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.
ახალგაზრდა მასწავლებელს 2025 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში თავს არასრულწლოვნები დაესხნენ, რის შედეგადაც უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს, გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი საქმის ფიგურანტი არაერთი არასრულწლოვანია დაკავებული და უკვე მსჯავრდებული
ნ.ი.-ს ბრალი ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით წაუყენეს.
ნ.ი. გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და მთავარი საქმეში მსჯავრდადებულის ა.გ.-ს შეყვარებულია. მის დაკავებას თვეების განმავლობაში ითხოვდა გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, რომელიც ნ.ი.-ს მიიჩნევს მის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად, თუმცა გოგოს ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.
რაც შეეხება ა.ბ.-ს, მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge