მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ნინო სუხიშვილის მიმართვა: "არაფერი გჭირს თავის გასამართლებელი"
ნინო სუხიშვილის მიმართვა: "არაფერი გჭირს თავის გასამართლებელი"

ნინო სუხიშვილის მიმართვა: "არაფერი გჭირს თავის გასამართლებელი"

ფორმულა|formulanews.ge

ანსამბლ "სუხიშვილების" გენერალური დირექტორი, ნინო სუხიშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

სუხიშვილის თქმით, ბერჯერ დასწამეს მათ ცილი და იმ რამდენიმე გამონათქვამს, ან კომენტარს, რომელიც მათი მისიმართით გაჟღერდა, ყურადღება არავინ უნდა მიაქციოს.

"მინდა, გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში ჩვენ გარშემო ატეხილ ამბებს, აჟიოტაჟს, რომელიც მოყვა, რამდენიმე გამონათქვამს, დაწერილ კომენტარს, ტროლის, ბოტის, თუ ვიღაცის დაკვეთით ნათქვამს, რაც მიმაჩნია, რომ არ არის ყურადღება მისაქცევი. მიჩვეულები ვართ, წლების განმავლობაში, არაერთი ბრალდება გამოთქმულა ჩვენს მიმართ, უსაფუძვლო ბრალდება, თუნდაც გავიხსენებდი 26 მაისს რუსთაველზე თითქოს ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩვენ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და კიდევ ბევრი სხვა. ვთვლი, რომ არასდროს მიგვიქცევია და არც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი, მითუმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება.

ასევე, მინდა, ვახსენო პეტიცია, დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა ამ ჩვენს გარშემო შექმნილ მოვლენებს, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამაზე უფრო გავამწვავებთ, ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას ქვეყანაში. კიდევ უფრო დავძაბავთ აზრთა სხვადასხვაობას, კიდევ უფრო ზედმეტად მოყვება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ნამდვილად არ მოგვწონს ეს ჩვენ. ამიტომ, ვთვლი, რომ არ არის საჭირო ამის გაბუქება, მე მჯერა ჩემი ხალხის და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის, ამ დამოკიდებულებისთვის.

უღრმესი მადლობა ყველას, ამ სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველ წუთს, დარბაზში, კონცერტზე, ქუჩაში, მაღაზიაში თუ ყველგან. ამაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის არ არსებობს, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარხართ, განურჩევლად, რა აზრისაც არ უნდა იყოთ", - თქვა სუხიშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მედიასთან საუბრისას ნინო სუხიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ სახელმწიფო ანსამბლის სახელით არასდროს წავა რუსეთში, რადგან ქვეყნის 20% ოკუპირებულია. პარალელურად, სოციალურ ქსელში 2013 წლის საარქივო მასალა გავრცელდა, რომლის მიხედვით, ნინო და ილიკო სუხიშვილი რუსულ ტელეარხზე ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობენ, რასაც "ქართული ოცნების" ,მხარდამჭერებმა ორმაგი სტანდარტი უწოდეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

ფორმულა

პროკურორი:რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საქმეზე ქრთამის გაცემის ფაქტი დაადასტურა

პროკურორი:რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილის საქმეზე ქრთამის გაცემის ფაქტი დაადასტურა

ფორმულა

სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია

სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია

ფორმულა

ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს

ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს

ფორმულა