
ინდონეზიაში მიწისძვრას, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა
ფორმულა|formulanews.ge
ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში, ფლორესის რეგიონში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა.
კუნძულ ფლორესის სამაშველო სააგენტოს ცნობით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები დაზიანდა.
პორტის ქალაქ მაუმერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა 20 გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს, ექვსი მძიმედ დაშავებული იყო, ხოლო ორი ადამიანი ნანგრევების ქვეშ დარჩა - განაცხადა ქალაქის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, ფათურ რაჰმანმა.
დაღუპულთაგან რვა მეწყერმა იმსხვერპლა.
კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, ნაგეკეოს რეგიონიდან 2000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge