მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყო
თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყო

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 ათასი ლარი გამოიყო

ფორმულა|formulanews.ge

თელავის მუნიციპალიტეტში 12 ივლისს მომხდარი მძიმე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ "ქართული ოცნების" მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო. შესაბამის განკარგულებას ხელი ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა, ხოლო თანხა ფინანსთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. ოფიციალურ განცხადებაში ჯერჯერობით არ არის დეტალურად განმარტებული, თუ როგორ გადანაწილდება აღნიშნული ფინანსური რესურსი.

სტიქია გამთენიისას მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია — გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თელავის სადგურზე 57,3 მმ ნალექი დაფიქსირდა, რაც თვის ნორმის 85%-ს შეადგენს. ადიდებულმა მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაატბორა. მოვარდნილმა ქვა-ღორღმა მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი და სერიოზულად დააზიანა კავკასიონისა და ალაზნის გამზირები.

დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კლინიკა, აფთიაქები და კომერციული ობიექტები, რამაც მოქალაქეთა ქონების განადგურება გამოიწვია. გარდა ამისა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები, ხოლო ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. მიუხედავად უპრეცედენტო მასშტაბის ზიანისა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მომხდარიდან რამდენიმე კვირაში თელავის მერმა ვაჟა მაღრაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ხევთან, 10 მეტრის რადიუსში მდებარე ყველა შენობა-ნაგებობა დემონტაჟს დაექვემდებარება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ ღვარცოფმა შენობებს „ძირი გამოაცალა“. მერის განმარტებით, ნაწილობრივ დაზიანებული თუ ვიზუალურად უვნებელი ობიექტები ნებისმიერ დროს შეიცავს ჩამოშლის საფრთხეს, რის გამოც აღნიშნული ქუჩა კვლავ გადაკეტილია. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ მესაკუთრეებს ალტერნატიულ ფართებს ან შესაბამის ფინანსურ კომპენსაციას შესთავაზებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემაიმედი
  • როგორია სპორტულ ბრენდ On-ის II კვარტალის შედეგები?BM.GE
  • 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – EUნეტგაზეთი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 არასრულწლოვანია

ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 არასრულწლოვანია

ფორმულა

ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა

ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა

ფორმულა

კომიტეტი: დეზინფორმაციული კამპანიით მცდელობაა, ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი

კომიტეტი: დეზინფორმაციული კამპანიით მცდელობაა, ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი

ფორმულა

NATO-ს ავიაგამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო

NATO-ს ავიაგამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო

ფორმულა