
ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა დაადასტურა, რომ უკრაინას "Storm Shadow"-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების წარმოების ტექნოლოგიას მიაწვდიან. ამის შესახებ ენდი ბერნემმა კიევში "მსურველთა კოალიციის" სხდომაზე განაცხადა.
"დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჯერ კიდევ 2023 წელს უკრაინას შორი მოქმედების იარაღი გადასცა. ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვთხოვა, გაგვეზიარებინა ჩვენი „Storm Shadow“-ის ტექნოლოგია, რათა უკრაინამ დამოუკიდებლად შეძლოს ამ შესაძლებლობების განვითარება. მოხარული ვარ, რომ დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილე", - თქვა ბერნემმა.
ბერნემმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აუცილებლობას, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ. მისი თქმით, რუსეთს „მოქმედების ვარიანტები ეწურება“, ხოლო ვლადიმირ პუტინი „ახლა იმედოვნებს, რომ გამარჯვებას ტერორის კამპანიის გზით მიაღწევს და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებს“. ბერნემმა ასევე მოუწოდა ბრიტანულ მრეწველობას, მხარი დაუჭიროს ანტიბალისტიკურ პროექტ Frejya-ს, რათა Patriot-ის უფრო იაფი ალტერნატივა შეიქმნას.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge