მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა
POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

ფორმულა|formulanews.ge

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და ფიზიკურად ძალადობდა მათზე.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტით (ორი არასრულწლოვანის მიმართ, იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ვაჭრობა-ტრეფიკინგი, არასრულწლოვანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ)

წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • "ბრალდების მხარემ ამ ეტაპზე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა" - გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი​რუსთავი 2
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
  • სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესიმედი
  • „როდესაც უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ მსგავსი ბრალდებებისთვის“ - მდინარაძე ღარიბაშვილის განცხადებებზეBM.GE
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ფორმულა

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ფორმულა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ფორმულა

რუბიო: შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია

რუბიო: შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია

ფორმულა