
ნეპალში დამანგრეველი სტიქიის შემდეგ 644 ტურისტთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობენ
ნეპალში, ბჰოტეკოშის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, 644 ტურისტთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება. ნეპალის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენლის, სუნილ შარმას განცხადებით, დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი — 178 ინდოეთის მოქალაქეა.
როგორც შარმამ BBC-ის განუცხადა, დაკარგულთა შორის ასევე არიან 127 ნეპალელი, 65 ამერიკელი, 53 უკრაინელი, 51 მალაიზიელი, 35 ავსტრალიელი და გაერთიანებული სამეფოს 33 მოქალაქე. ტურიზმის საბჭო შესაბამის უწყებებთან ერთად სამაშველო-საძიებო ოპერაციებს კოორდინირებას უწევს.
სტიქიის ზონა პოპულარულ ტურისტულ და სალოცავ მარშრუტებს მოიცავს, მათ შორის ლანგტანგის რეგიონსა და გოსაინ-კუნდას წმინდა ტბას. ნეპალის ტურისტული პოლიციის ცნობით, ტუროპერატორებისგან ინფორმაციის შეგროვება კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის რასუვას რეგიონიდან ორ ათეულზე მეტი ტურისტის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, ხოლო ნეპალის არმიამ დამატებით ინდოეთის 21 მოქალაქე გადაარჩინა, რომლებიც დედაქალაქ კატმანდუში გადაჰყავთ.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge