მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი ბრალდების მხარეს ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებს
სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი ბრალდების მხარეს ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებს

სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი ბრალდების მხარეს ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებს

ფორმულა|formulanews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეების — სუს-ის დაცვის თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს.

ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ სუს-ში შემსვლელი ყველა პირი მკაცრად მოწმდებოდა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე ლილუაშვილის კაბინეტში არ უნახავთ.

ცერცვაძის თქმით, დაცვის წევრები ობიექტურ ჭეშმარიტებას იტყვიან და უარყოფენ ბრალდების მხარის ვერსიას:

„არაერთ პირს დავკითხავთ გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის შემადგენლობიდან, მათგან გვაქვს მოლოდინი, რომ სიმართლეს იტყვიან იმასთან დაკავშირებით, რომ რომეო მიქაუტაძე ე.წ. 14-კგ-იანი ხელბარგით გრიგოლ ლილუაშვილთან არ ყოფილა... წარმოუდგენელია, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მასთან ვიზიტორი არ გაკონტროლებულიყო.“

ადვოკატმა ასევე ისაუბრა ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეზე, ლევან ახობაძეზე, რომლის წინასასამართლო სხდომაც დღეს იმართება. ცერცვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახობაძე „ღირსებას შეინარჩუნებს“ და მიქაუტაძისგან განსხვავებით ცრუ ჩვენებას არ მისცემს. შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ბრალდება, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდატვ პირველი
  • "ბრალდების მხარემ ამ ეტაპზე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა" - გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი​რუსთავი 2
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემის დასაცავად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემის დასაცავად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა ორენბურგსა და უფაში Ozon-ის მსხვილ საწყობებს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა ორენბურგსა და უფაში Ozon-ის მსხვილ საწყობებს დაარტყეს

ფორმულა

ნეპალში დამანგრეველი სტიქიის შემდეგ 644 ტურისტთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობენ

ნეპალში დამანგრეველი სტიქიის შემდეგ 644 ტურისტთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობენ

ფორმულა

სომხეთი მობილიზაციას გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს შეფერხების გარეშე მიიღებს

სომხეთი მობილიზაციას გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს შეფერხების გარეშე მიიღებს

ფორმულა