მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს
ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს

ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს

ფორმულა|formulanews.ge

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი "ასოციაცია ატუ" სანაპიროზე რესტორანს ააშენებს და ამისთვის თბილისის მერია 4078 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო სტატუსს უუქმებს.

"რესტორნის აშენება და მისი მართვა საქველმოქმედო საქმიანობა ნამდვილად არაა, ეს ასოციაცია კი, საშემოსავლო სამსახურის ვებ-გვერდზე სწორედ საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრშია რეგისტრირებული (იხ. სქრინი). სხვათაშორის, ზუსტად ეს ფონდი ბაკურიანში აშენებს აპარტამენტებს, რაც ასევე ცალსახად არაა საქველმოქმედო საქმიანობა.

ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები აშკარად სამეწარმეო საქმიანობით დაკავდნენ, ისე რომ მათი ანგარიშები კანონის დარღვევით გასაიდუმლოებულია და გაურკვეველია ვისი ფულით (შემოწირულობით ხორციელდება ეს საქმიანობები), მაგ: შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 452 მილიონი ლარი (!!!) იაფი სესხის სახით (ფაქტობრივად უფასო ფულად) მისცა თავის სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესებს.

მერამდენჯერ ვსვამ ამ შეკითხვას, ვისი ფულით ეწევა ბიზნესს (არასაქველმოქმედო) საქმიანობას ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები, რა ფული ტრიალებს იქ: ივანიშვილის?! მისი სანქცირებული რუსი მეგობრების?! ე.წ. შავი ფული?! იქნებ ირანელების ფულიც?!

სანამ ფონდების ანგარიშები საგადასახადო კოდექსის უხეში დარღვევით იმალება და ეს ფონდები ქველმოქმედების საფარქვეშ ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, მანამდე ყველა ეს და კიდევ უფრო მწვავე კითხვები სრულიად ლეგიტიმურია.

კიდევ ერთხელ, აშკარად ყურადღება მისაქცევია, ვისი მილიარდები ტრიალებს ივანიშვილთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდებში, ხომ არაა ეს ერთ-ერთი შავი ხვრელი სანქცირებული რუსების/ირანელების დასახმარებლად ან/და შავი ფულის გასათეთრებლად…", - წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზე

კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზე

ფორმულა

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდეს

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდეს

ფორმულა

სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს

სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს

ფორმულა

განზრახ მკვლელობის მცდელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 2 პირი დააკავეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 2 პირი დააკავეს

ფორმულა