მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გერმანია: ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის უკან რუსეთი დგას
გერმანია: ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის უკან რუსეთი დგას

გერმანია: ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის უკან რუსეთი დგას

ფორმულა|formulanews.ge

გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ლაიფციგის/ჰალეს აეროპორტში 4 აგვისტოს მომხდარი დრონით თავდასხმის უკან რუსეთი დგას.

აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, რომელიც უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებთან ახლოს იმყოფებოდა. მოწყობილობა არ აფეთქდა, სავარაუდოდ, დეტონატორის გაუმართაობის გამო. გამომძიებლები ასევე ვარაუდობენ, რომ მეორე დრონი ახლოს მყოფ სატვირთო თვითმფრინავს შეეჯახა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ თავდასხმა „ევროპაში რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების კარგად დამკვიდრებულ მოდელს“ შეესაბამება.

ლაიფციგის აეროპორტს გერმანიის სამხედროები და ნატოს მოკავშირეები სამხედრო ტვირთების გადასაზიდად იყენებენ. ის ასევე უკრაინული Antonov Airlines-ის ბაზაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვას მოითხოვს. ასევე შეწყდება ბერლინში „რუსეთის სახლის“ კონტრაქტი, რომელსაც რუსეთის ჯაშუშობისა და პროპაგანდის გავრცელებას უკავშირებენ.

რუსეთი თავდასხმაში მონაწილეობას ამ დრომდე უარყოფდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: კობახიძე-მდინარაძის დროს თვითმკვლელობებზე კითხვები პასუხგაუცემელია

ღარიბაშვილი: კობახიძე-მდინარაძის დროს თვითმკვლელობებზე კითხვები პასუხგაუცემელია

ფორმულა

ჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

ფორმულა

ადვოკატი: ელისო კილაძე გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას

ადვოკატი: ელისო კილაძე გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას

ფორმულა

ფეზეშქიანის თქმით ვაშინგტონის მიერ პირობების შესრულებისას ირანი შეთანხმებას დაუბრუნდება

ფეზეშქიანის თქმით ვაშინგტონის მიერ პირობების შესრულებისას ირანი შეთანხმებას დაუბრუნდება

ფორმულა