მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გიორგი მინდაძე: მადლობა იმ ხალხს, ვინც ამდენი ხანია გვინახავთ, გვამხნევებთ
გიორგი მინდაძე: მადლობა იმ ხალხს, ვინც ამდენი ხანია გვინახავთ, გვამხნევებთ

გიორგი მინდაძე: მადლობა იმ ხალხს, ვინც ამდენი ხანია გვინახავთ, გვამხნევებთ

ფორმულა|formulanews.ge

აქციების დროს დაკავებულმა გიორგი მინდაძემ "ფორმულას" წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. წერილში მინდაძემ მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქეს, ემიგრანტებს, ვინც მათ ამხნევებს და უწტყვეტ პროტესტს აგრძელებს.

"გამარჯობა თანამემამულენო. ა.შ. და ა.შ. შეწყალების ამბავზე ძალიან განვცვიფრდი. ბიჭებო, ვინც დაწერეთ და გახვედით, ეხლა თქვენს დაიკოებს-ძამიკოებს, დედას-მამას ეხუტებით, ზოგიც - თავის პაწაწინა შვილებს. გილოცავთ თავისუფლებაზე ყოფნას, როგორც პატიმრებს, ისე ოჯახის წევრებს! აქვე გილოცავთ მათაც, ვინც იმ პოლიტიკის გამო, რაც საქართველოშია, გაბერილ სასჯელებს იხდით და დაეხსენით.

ზიზღის გრძნობით განვისჭვალე თქვენი პოსტების და კომენტარების გამო, იმ ხალხის გამო, ვინც ბიჭებს აკრიტიკებთ იმის გამო, რომ შეწყალება დაწერეს და გამოვიდნენ. რთულია, ზრდილობიანად მოგმართოთ, ისე... ახლა ჩამოგითვლით რამდენიმე მიზეზს, რაც მორალურ თუ ადამიანურ უფლებას არ გაძლევთ, მათ გააკრიტიკოთ.

1. რაც დაგვიჭირეს, რომელმა ადამიანმა, თუნდაც პარტიამ დაიწყო რეალურად ზრუნვა იმაზე, რომ ეს ბიჭები - ერთი მაინც - ყოფილიყო თავისუფლებაზე? თქვენიდან? არავინ! თუ არ გჯერათ, მომწერეთ და აგიხსნით, რატომ.

2. ნებისმიერი შენ, რაც არ უნდა ეძახო მათ გმირი, სინდისი, ღიმილი, წმინდანი, ღმერთი, პატრიოტი, ღვთისგან მოძებული ნიჭის და შეუპოვრობის მქონე კაცი-ბიჭი, და ის 1000 არაფრის მომცემი სიტყვა რაც მოგაფიქრდებათ. ვინ მოგცა უფლება შენ ვინმე აკრიტიკო.

3. დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ვიბრძვითო და მგონი გადასაფასებელი გაქვთ რაღაცების მნიშვნელობები.

4. რუსთაველზე და აწ უკვე სადღაც სკვერში, პარკში და „პროწივებზე“ სეირნობით ამაყობთ, ამის ერთი ადგილიც ბევრმა დაკარგა და მერე გამოდიხართ და იძახით რომ მზია და საბა ხომერიკი და რავი ბიჭები ვინც გამოვიდნენ თანასწორი არ არიან, შენ-თქვენ გითხრათ რისი სწორნი ხართ?

საბა ჩემთან იჯდა საკანში, 4 ვიყავით აქციიდან, საბას ამბავი მთელ ციხეს გავაგებინეთ, ყველა ბედნიერი იყო, ციხეში ხალხო, სადაც ზოგი 10 და 20 წელია ზის, ან 10 და 20 წელი აქვს დარჩენილი. აქ შეიგრძნო ხალხმა ერთმანეთის სიხარული და მანდ რა გჭირთ.

ძალიან ცუდი სიტყვები მესმის, ამიტომ ვისაც მაგ ბიჭებზე მეტის ტ**** გაქვთ და არ აკეთებთ, ნუ ათამაშებთ მაინც. მე 3 და 4 დამრჩა, ან ცოტა ნაკლები არ ვიცი, არ ვითვლი, ტლიკინა ხალხს გპატიჟებთ, შემცვალეთ, თუ მომინდა შეწყალებას კი არა, 41 სიაში ჩავეწერები და თქვენ უპასუხოს არ დაგტოვებთ.

დანარჩენ ხალხს, ბოლო 2 წლის მანძილზე რუსთაველზე მცხოვრებ ხალხს და არა ბოღმა ხალხს მოკითხვა და ჩემი „Respect“ თქვენ, მადლობა იმ ხალხს, ვინც ამდენი ხანია გვინახავთ, გვამხნევებთ, ემიგრანტებს, ვინც საქართველოზე, ჩვენზე და ჩვენებზე ზრუნავთ, ყველას მაგივრად მადლობა, როგორც პატიმრების, ისე მათი და ჩემი ოჯახის წევრების მაგივრად. მადლობა ამერიკის მეგობრებს და მათთან ერთად ყველა იქაურ ემიგრანტს ცალკე", - წერს მინდაძე.

სამედიცინო უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტ გიორგი მინდაძეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მინდაძე 29 ნოემბერს გამართული აქციის დროს პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლისთვის გაასამართლეს. დაცვის მხარემ ბრალდებები მტკიცებულებების ნაკლებობის გამო უარყო.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

ფორმულა

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში დამატებით 250 მილიონ ევროს შეიტანს

ფორმულა

პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

ფორმულა

ხაბეიშვილი: ხელს უწყობენ გინტურის მკვლელებს, მცოცავ ოკუპაციას

ხაბეიშვილი: ხელს უწყობენ გინტურის მკვლელებს, მცოცავ ოკუპაციას

ფორმულა