
დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიან
ფორმულა|formulanews.ge
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი კიევს ეწვევიან.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიზიტის დაგეგმვის შესახებ მანამდე განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა. მისი თქმით, ამერიკელი დელეგატების ჩამოსვლის წინასწარი თარიღები უკვე შეთანხმებულია და მხარეები შეხვედრისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge