მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს
ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესს არავითარი სამართლებრივი ღირებულება არ ჰქონია და მომხდარი „აბსურდად და წარმოუდგენელ კომიკურობად“ შეაფასა.

დეკანოიძის თქმით, საქალაქო სასამართლოში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ჰკითხა, აპირებენ თუ არა ამავე საქმის ფარგლებში ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ყოფილი მაღალჩინოსნის მამუკა მდინარაძის გამოკითხვას. მისი განმარტებით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმრო წერილში, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, სწორედ კობახიძისა და მდინარაძის გვარები ფიგურირებს და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების.

პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის სახელი და გვარი არც სოციალურ ქსელში და არც საჯარო გამოსვლებში არასდროს უხსენებია. მისი შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოების ყურადღების გადასატანად საინფორმაციო „ქარიშხლის“ შექმნას ცდილობენ, ხოლო ოპოზიციონერების გამოკითხვაზე დაბარება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ მძიმე შიდა კრიზისზე მიუთითებს.

ოცნების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან გავრცელებულ წერილში ეჭვქვეშ დააყენა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია და კითხვები დასვა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში მომხდარ სხვა თვითმკვლელობის ფაქტებზეც. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ჯორბენაძის თვითმკვლელობა დაადასტურა, აღნიშნული საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოკითხვაზე ათამდე პოლიტიკოსი, მედიაწარმომადგენელი და საზოგადოებრივი ფიგურა დაიბარა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებსიმედი
  • "კობახიძის მარტო დატოვება - ივანიშვილმა გეგმის პირველი ნაწილი აამოქმედა"|თინა ხიდაშელის ანალიზიBM.GE
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
კობახიძე →მდინარაძე →

მსგავსი სტატიები

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

ფორმულა

რუს აქტივისტ დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

რუს აქტივისტ დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

ფორმულა

თაზო დათუნაშვილი ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

თაზო დათუნაშვილი ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს

ფორმულა