მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სკოლების მიმდებარედ საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება
სკოლების მიმდებარედ საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება

სკოლების მიმდებარედ საგზაო მოძრაობის წესები გამკაცრდება

ფორმულა|formulanews.ge

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, სპეციალური მონიშვნების მქონე არეალებში 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება, - ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

„არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან არსებული გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყება მუშაობა საქართველოში სკოლის მიმდებარე ზონების შესაბამისი რეგულირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრა, აღნიშნულ ზონებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის 30 კმ/სთ-ის სახით დადგენა და სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელების გადახედვა.

აღნიშნული საკანონმდებლო ინტერვენციები ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და საგრძნობლად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს. ასევე, სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე საქართველოში შეფასდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე არეალებში ქვეითთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებისათვის“,- აღნიშნულია 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ ოლეშკის ბლოკადის გამო შიმშილობა გამოაცხადა

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ ოლეშკის ბლოკადის გამო შიმშილობა გამოაცხადა

ფორმულა

ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენელს ეძებს: ფავორიტი ალექსანდერ სტუბია

ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენელს ეძებს: ფავორიტი ალექსანდერ სტუბია

ფორმულა

მამა ზენონი: პარტიების აკრძალვა დემოკრატიის დემონტაჟია და ეწინააღმდეგება ეკლესიის მისიას

მამა ზენონი: პარტიების აკრძალვა დემოკრატიის დემონტაჟია და ეწინააღმდეგება ეკლესიის მისიას

ფორმულა

დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდას

დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდას

ფორმულა