მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ორივე მათგანთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებას და ქრთამის აღებაში დახმარებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვა საიდუმლო წესით განხორციელდა, რა დროსაც არაკონკურენტული გარემოს შექმნისა და ხელოვნურად გაზრდილი ფასების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

გამოძიების ვერსიით, სქემაში ასევე ჩართული იყო ოცნების იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ამავე ეპიზოდზე ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს, ხოლო ბიზნესმენისგან მიღებული მილიონობით ლარის ოდენობის ქრთამი მონაწილე პირებს შორის ნაწილდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პროკურატურა სასამართლოს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობით მიმართავს: ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც 3 წელს საპატიმროში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობით ჩაეთვლება) და 1 000 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრება, ხოლო ვასილ მხეიძეს — 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა (1 წელი და 2 თვე პატიმრობა, 3 წელი პირობითი) და 100 000 ლარის ჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ ორივე პირი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელები.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • სომხეთში მოსყიდვის ბრალდებით ოპოზიციური პარტიის კანდიდატები, მათ შორის, არსენ გევორგიანიც დააკავესBM.GE
  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსიტვ პირველი
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინარუსთავი 2
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა, განესაზღვრა 3 წლით პატიმრობა, 2 - პირობითი მსჯავრი

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა, განესაზღვრა 3 წლით პატიმრობა, 2 - პირობითი მსჯავრი

ფორმულა

გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება

გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება

ფორმულა

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

ფორმულა

დანიამ უკრაინას F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად

დანიამ უკრაინას F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად

ფორმულა